ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის შთამომავლები
საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დაპყრობა დადიანებისა და სხვა
დიდგვაროვანი ოჯახებისათვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რადგან ხელისუფლება
ყველა მათგანს საბჭოთა მთავრობის მტრებად მიიჩნევდა. მათ არა მხოლოდ
“ხალხის მტრებად” აცხადებდნენ, არამედ ეს ადამიანები საზოგადოების ყველაზე
განათლებულ ფენას წარმოადგენდნენ და, ამგვარად, _ ახალი სისტემისთვის
ყველაზე საშიშ ძალას. საბჭოთა რეჟიმის პირობებში ქართული არისტოკრატიის
ბედს შეგვიძლია გავეცნოთ სამეგრელოს ბოლო მთავრის, ნიკოლოზ
დადიანი-მინგრელსკის, შთამომავლების ცხოვრებისეული გზის მაგალითზე.
ნიკოლოზს ოთხი შვილი ჰყავდა: ეკატერინე, რომელიც ადრეულ ბავშვობაში
გარდაიცვალა, ნიკოლოზი (1876-1919), სალომე-მია (1878-1961) და მენიკი
(1880-1954), რომელიც ნიკოს საყვარელ კესარია ჩიქოვანთან შეძენილი უკანონო
შვილი იყო.ნიკოლოზი
უფროსი ვაჟის, ნიკოლოზის, ისტორია ხანმოკლე და ტრაგიკულია. ის ბოლშევიკური რევოლუციის დროს რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა; ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ბოლშევიკებმა იგი სანკტ-პეტერბურგის ციხეში ჩააგდეს, სადაც მალე შიმშილისა და ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა.
ნიკოლოზის ნეშტი მის საცოლე ელენე ერისთავს გადასცეს, რომელმაც იგი რუსეთში ქართველთა ეკლესიაში დაკრძალა. მისი საფლავის ადგილმდებარეობა დღესაც უცნობია.
No comments:
Post a Comment